LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავადასტურე ჩანაწერის ავთენტურობა” – ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძე გამოკითხეს

116
ფხდიბ

პროკურატურაში ქუთაისში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე გამოკითხეს. როგორც ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, მან გამოძიებას დაუდასტურა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასზე ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას ახორციელებს.

„დავადასტურე იმ ჩანაწერის ავთენტურობა, რომელიც ეხებოდა ისრაელის სალჩოს წარმომადგენლსა და ჩემს შორის საუბრის ჩანაწერს, როდესაც ისრაელის ელჩთან იყო შეხვედრა დაგეგმილი, მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. მე გამოძიებას დავუდასტურე ჩემი არა მხოლოდ გონივრული ეჭვი, არამედ რეალურად სხვადასხვა ფაქტებით გამყარებული ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს ჩემზე ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას“,- აღნიშნავს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები