LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუყოვნებლივ გადაიდგას ნაბიჯები ვაქცინებზე წვდომის გასაზრდელად: წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაცია 

93
resized-image-Promo-2

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციათა საერთაშორისო მოძრაობა მოუწოდებს სახელმწიფოებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს, რომ მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების არათანაბარი გადანაწილების პრობლემის ეფექტურად გადასაჭრელად უფრო სწრაფად იმოქმედონ.

როგორც მათ მიერ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული,  გლობალური პანდემიის საგანგაშო შედეგები მოითხოვს უპრეცედენტო მიდგომას საერთაშორისო საზოგადოებისგან. მათივე თქმით, უნდა მოხდეს შეთანხმება ვაქცინების წარმოებისა და მიწოდების გაზრდის ახალ და ეფექტურ გზებზე.

“ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოებს, რომ გაითავისონ ყველა შესაძლო გზა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოების, მიწოდებისა და თანასწორი ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, როგორც სახელმწიფოთა მიერ, ისე სახელმწიფოთა შორის, რათა არავინ დარჩეს ვაქცინის გარეშე.

ეს ნაბიჯები მოიცავს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში ერთიერთთანამშრომლობის გზით ინტელექტუალურ საკუთრებასთან და სხვა ბარიერებთან დაკავშირებული პრობლემების გადალახვას და ვაქცინების წარმოების მასობრივ ზრდას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა საჭირო ტექნოლოგა და ცოდნა გაუზიარონ სხვებს – ამისათვის კი მნიშვნელოვანია სახელმწიფოებმა წაახალისონ ისინი და აღმოუჩინონ მათ შესაბამისი მხარდაჭერა.

,,ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე საზარელი პანდემიის მიმდინარეობის შუაგულში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე უარის თქმა არის აუცილებელი პოლიტიკური ვალდებულება, ვაქცინების განაწილების და მათზე არათანაბარი წვდომის აღმოსაფხვრელად, ვაქცინების საჭირო რაოდენობისა და მათი განაწილების საჭირო სიჩქარის მისაღწევად. ამაზეა დამოკიდებული მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, ისევე როგორც, შესაბამისი ტექნოლოგიისა და ცოდნის გაზიარებაზე, რათა გაიზარდოს ვაქცინების წარმოების შესაძლებლობები მთელს მსოფლიოში“ – განაცხადა ფრანჩესკო როკამ, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა.

ჩვენ ვერ გავატარებთ მოლაპარაკებებში მომდევნო ექვს თვეს. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ მთავრობებს, დააჩქარონ ვაქცინების მათ ხელს არსებული მარაგების გაცვლა, რათა უზრუნველყონ ვაქცინების უფრო სამართლიანი განაწილება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც ამჟამად ყველაზე მეტად განიცდიან COVID-19 შემთხვევების ზრდას.

ამ თვის მდგომარეობით, მსოფლიოს უღარიბეს 50 ქვეყანაზე გლობალურად ადმინისტრირებული ვაქცინის დოზების მხოლოდ 2% მოდის. ხოლო, 50 ყველაზე მდიდარი ქვეყნების ვაქცინაციის მაჩვენებელი 27-ჯერ აღემატება 50 უღარიბესი ქვეყნის ვაქცინაციის მაჩვენებელს. აფრიკის მოსახლეობა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 14%-ს შეადგენს, ვაქცინის საჭირო რაოდენობის მხოლოდ 1%-ია ადმინისტრირებული.
ეს არამხოლოდ მორალურადა არის არასწორი, არამედ ეს ფაქტი ზრდის უფრო გადამდები და მომაკვდინებელი ვარიაციების საყოველთაო გავრცელების რისკს და ზედმეტ დარტყმას აყენებს ისედაც დაღდასმულ გლობალურ ეკონომიკას.

,,ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა განვიხილოთ თანასწორი მიწოდების შეფერხების გადასალახად. ეს მოიცავს უკვე ხელთ არსებული ვაქცინების გლობალური მასშტაბით უკეთესად გადანაწილებას, ტექნოლოგიების გაზიარებასა და ვაქცინების წარმოების ზრდას. ვინაიდან, არ არსებობს კონკრეტული უტყუარი მეთოდი თანასწორი მიწოდების პრობლების გადასაჭრელად, მაშასადამე, ყველა შესაძლო გზა უნდა იქნეს განხილული“- განაცხადა პეტერ მაურერმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა.

ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის საყოველთაო ზრდა, ამასთანავე, მოითხოვს მოსახლეობის დონეზე სწორი ინფორმაციის მიწოდებას, სოციალურ მობილიზებას და ერთობლივ ძალისხმევას, რათა გაიზარდოს ვაქცინის მიმღებლობა. ეს მნიშვნელოვანია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ვინაიდან პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები უკლებლივ ყველა სახელმწიფოსთვის აქტუალურია.

თუმცა, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, რომლებიც ყოველაზე მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან, როგორებოც არიან სოციალურად დაუცველი ადამიანები, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებულები და სახელწიფოს მიერ არაკონტროლირებად ტერრიტორიებზე მცხოვრებნი, იძულებით გადაადგილებული პირები, მიგრანტები, პატიმრები და სხვა სათანადო მხარდაჭრის მიღმა დარჩენილი პირები. პირები, არ უნდა დავივიწყოთ ამ ადამიანების ეროვნილი ვაქცინაციის გეგმაში გათვალისწინება”- წერს ორგანიზაცია.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციათა საერთაშორისო მოძრაობის ცნობით, ისინი აგრძელებენ თანამშრომლობას 192 ქვეყნის მთავრობისთან, რათა ხელი შეუწყოს მთავრობის ძალისხმევას ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში და ვაქცინაციის პროგრამების სათანადოდ განხორცილებაში.

“ჩვენი უმთავრესი მიზანია, მივწვდეთ მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენებსაც კი და მუდმივად გავაძლიეროთ ადგილობრივი თემები, როგორც COVID-19-ზე ჰუმანიტარული რეაგირების მთავარი მამოძრავებელი ძალა”- ნათქვამია განცხადებაში.