წლის დასაწყისში სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა, საკულტო სერიალი „სექსი დიდ ქალაქში“ ეკრანებს უბრუნდება. ყველასათვის საყვარელი სერიალის გმირები არასრული შემადგენლობით იქნებიან წარმოდგენილნი. ფილმს კიმ კეტროლი გამოაკლდება. ის სერიალში მონაწილეობას აღარასდროს აპირებს, ამის მიზეზი კი სარა ჯესიკა პარკერთან უთანხმოებაა.
„ისტორია გრძელდება… სექსი დიდ ქალაქში“ ბრუნდება – სარა ჯესიკა პარკერმა და HBO-მ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს
ვინ შეცვლის „სამანტას“ საკულტო სერიალ „სექსი დიდ ქალაქში“ – ახალი დეტალები
ასევე გასულ თვეებში ცნობილი გახდა, რომ ქერის მთავარი სიყვარული, კრის ნოტის გმირი სერიალში არ გამოჩნდება, თუმცა ახალ სეზონში ჯონ კორბეტს ვიხილავთ. ინტერნეტსივრცეში მსახიობის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც მან განაცხადა, რომ მაყურებელს წინ დიდი შოუ ელოდება და მას არაერთ ეპიზოდში ვიხილავთ.
„დაუვიწყარ შოუს გპირდებით, თქვენ მე არაერთ ეპიზოდში მიხილავთ“, – აცხადებს 59 წლის მსახიობი.
ცნობისთვის, სერიალის HBO-ზე ვიხილავთ, მე-7 სეზონის გადაღებები უკვე დაწყებულია.