LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუთმეთ დრო ერთმანეთს, ეს საუკეთესო საჩუქარია – სანტა კლაუსი ლაპლანდიიდან მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)

272
visit-rovaniemi-faq-ask-us-santa-claus-office-web-opt

ფინეთში, ლაპლანდიიდან სანტამ ტრადიციული საშობაო გზავნილი გაავრცელა და მსოფლიოს მოუწოდა ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენა არ გამოიყენონ.

„შობის დრო დადგა. კიდევ ერთმა წელმა ჩაიარა, ვიმედოვნებ, რომ შენი წელი ძალიან კარგი იყო. ამ წელმა დამაფიქრა ერთ რამეზე, კერძოდ კი იმაზე, თუ როგორ ესაუბრებიან ადამიანები ერთმანეთს.

ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, თუ ადამიანები კეთილი და მეგობრული სიტყვების გამოყენებას შეძლებდნენ. კარგია, იფიქრო სხვა ადამიანების ფიქრებსა და გრძნობებზე.

ხშირად მეკითხებიან, რა არის საუკეთესო საჩუქარი? ვფიქრობ, საუკეთესო საჩუქარი დროა, რომელიც შენ შეგიძლია დაუთმო სხვას.

დრო, რომელსაც ატარებ ოჯახთან, შვილებთან, მეგობრებთან. ასე რომ, გთხოვთ, დაუთმეთ დრო ერთმანეთს. იმედი მაქვს, შესანიშნავი შობა გექნებათ. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ“, -ამბობს სანტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები