LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაუნტონის სააბატოს“ ციხესიმაგრე A‌i‌r‌b‌n‌b-ზე ქირავდება

237
Без-имени-1

სერიალ „დაუნტონის სააბატოს“ ფანებს მალე ოთახის დაქირავება შეეძლებათ ციხესიმაგრე ჰაიკლერში, რომელშიც სერიალის გადაღებები მიმდინარეობდა. ამის შესახებ ,,ბლუმბერგი” წერს.

მიუხედავად იმისა, რომ იქ არც WiFi დაგხვდებათ, არც ტელევიზორი და არც კონდიციონერი, შეძლებთ დატკბეთ ულამაზესი ხედებით.

ოთახის დაქირავება მსურველებს A‌i‌r‌b‌n‌b-ის საშუალებით შეეძლებათ, მისი ღირებულება კი 160 გირვანქა – სტერლინგია.

„დაუნტონის სააბატოს“  შესახებ ძალიან მალე სრულმეტრაჟიანი ფილმი გამოვა, მის გამოსვლამდე კი ფანებს საშუალება ექნებათ ერთი ღამით იქირაონ ოთახი ციხე-სიმაგრეში, გაიცნონ მისი მფლობელები –  ლორდი და ლედი კარნარვონები, დაათვალიერონ ნაგებობა და მისი შემოგარენი. სერვისში შედის ვახშამიც, რომლის დროსაც სტუმრებს სასახლის უფროსი მსახური მოემსახურება. აღსანიშნავია,რომ აღნიშნული სერვისით სარგებლობას მხოლოდ ორი ადამიანი შეძლებს, რომლებსაც ციხე-სიმაგრეში სტუმრობა მხოლოდ 26 ნოემბერს შეეძლებათ.

ჰაიკლერში აკრძალულია მოწევა და შინაური ცხოველების მიყვანა, გარდა ამისა სტუმრებს მოუწევთ დაიცვან ბრიტანეთის მაღალი საზოგადოებისათვის შესაფერისი დრესკოდი.

ცნობილია ისიც, რომ ფანებს ციხე-სიმაგრეში მოსახვედრად  სერიალის რევიუს დაწერა მოუწევთ. ყველაზე საინტერესო რევიუს ავტორს ექნება უფრო მეტი შანსი , გაატაროს ღამე ჰაიკლერის ციხე-სიმაგრეში, სად სტუმრობისასაც თავს ბრიტანეთის მაღალი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნობს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები