სერიალ „დაუნტონის სააბატოს“ დასრულების შემდეგ, თაყვანისმცემლების დიდი ნაწილი მის ფილმად გადაღებას მოითხოვდა. მრავალი თვის მანძილზე ამ თემაზე საუბარი არ წყდებოდა, თუმცა პროექტმა მწვანე შუქი მხოლოდ ახლა მიიღო – „დაუნტონის სააბატო“ ფილმად გამოვა.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ფილმის გადაღებები შესაძლოა 2017 წლის ბოლოს დაიწყოს. მთავარ როლებზე კი სერიალის მთავარი გმირები მოიაზრებიან.