ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა დაუნის სინდრომის მქონე გოგონა სკოლაში მიაცილა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ სკოლაში ბლუნგის მსხვერპლი იყო. ამის შესახებ Euronews-ი წერს.
როგორც გამოცემა წერს, სტევო პენდაროვსკი თავად ესტუმრა ემბლა ადემასა და მის ოჯახს ქალაქ გოსტივარში და იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რასაც 11 წლის გოგოს ოჯახი ყოველდღიურად აწყდება.
ამის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა გოგონა სკოლაში თავად მიაცილა.
„პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუღებელია ნემისმიერი სახის ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვთა უფლებებს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება დაუნის სინდრომის მქონე მქონე ბავშვებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
სტევო პენდაროვსკის განცხადებით, ისინი იმსახურებენ თანასწორ გარემოში ცხოვრებას და ამ საერთო მისიის მთავარი ელემენტია თანაგრძნობა.