LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუნის სინდრომის ასოციაციამ, სოციალურ საწარმო „ბაბალესთან“ ერთად უკრაინელ ხალხს 1 530 წინდა გაუგზავნა

345
გიგო

დაუნის სინდრომის ასოციაციამ, სოციალურ საწარმო „ბაბალესთან“ ერთად უკრაინელ ხალხს 1 530 წინდა გაუგზავნა – ინფორმაციას ამის შესახებ დაუნის სინდრომის ასოციაცია ავრცელებს.

როგორც ასოციაციაში აღნიშნავენ, უკრაინის საელჩო საქართველოში ჰუმანიტარული რესურსების მობილიზებას აკეთებს, პრიორიტეტულ პროდუქტებს შორის კი ერთ-ერთი წინდა აღმოჩნდა.

„ვისაც დახმარების შესაძლებლობა და სურვილი გაქვთ, პრიორიტეტულ პროდუქტებზე ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ნომრებზე: 597165253; 592096464 ან დაუკავშირდეთ Ruska Zaalishvili

ჩვენი ასოციაცია ყოველწლიურად, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მარტის თვეში ატარებს კამპანიას #წინდამინდა. წლევანდელი კამპანია უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ეგიდით მიმდინარეობს, ჩვენი ინიციატივით:

  • ყოველი გაყიდული წინდიდან, შემოსავლის 10% გადაერიცხება უკრაინის დაუნის სინდრომის ასოციაციას
  • #შეიძინესხვისთვის – სურვილის შემთხვევაში შეძენილი წინდა შეგვიძლია გავუგზავნოთ უკრაინელ ხალხს.“ – ამბობენ ორგანიზაციაში.