LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუმუშავებელი მიწების მესაკუთრეებისთვის, შეიძლება, მაღალი გადასახადები დაწესდეს

47

სოფლის მეურნობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, დაუმუშავებული და დამუშავებული მიწების მიმართულებით, აუცილებლად, დიფერენცირებული სატარიფო პოლიტიკა ამოქმედდება.

”ჩვენ ცოტა მეტი სიმკაცრით ვუდგებით ამ საკითხს. მიწას აუცილებლად უნდა მოჰყვეს ვალდებულება. თანაბარ პირობებში არ უნდა იყვნენ და ერთნაირ გადასახადს არ უნდა იხდიდნენ ის მეპატრონე, რომელსაც აქვს მიწა და ლამის არც იცის სად არის ეს მიწა და ის მეპატრონე, რომელიც უვლის ამ მიწას და ყველაფერს აკეთებს, რომ შესაბამისი სარგებელი მიიღოს”, – განმარტა ოთარ დანელიამ.

მისივე ინფორმაციით, არიან დარგის ძალიან დიდი ქომაგები, რომლებსაც, ამ მიმართულებით, უფრო რადიკალური ხედვები აქვთ.

”ისინი ფიქრობენ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც არ უვლიან, მიწა საერთოდ უნდა ჩამოერთვათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ, რადგან საკუთრების უფლებაზე ვსაუბრობთ”, – მიიჩნევს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მფლობელთა მიმართ დიფერენცირებული საგადასახადო პირობების შემოღების ინიციატივა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გააჟღერა. როდიდან ამოქმედდება განსხვავებული სატარიფო პოლიტიკა, ამ დრომდე უცნობია.