LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაუჯერებლად იდეალურია ამ ასაკში“ – 90 წლის ჯოან კოლინზი 32 წლით უმცროს მეუღლესთან ერთად წითელ ხალიჩაზე

182
page

ლოს-ანჯელესში, Emmy-ის დაჯილდოების 75-ე ცერემონია გაიმართა. წითელი ხალიჩის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტუმარი გახლდათ ჯოან კოლინზი, რომელიც ღონისძიებაზე 32 წლით უმცროს მეუღლესთან, პერსი გიბსონთან ერთად მივიდა და ფოტო ობიექტივში საკმაოდ თამამად იპოზიორა. ამ დღეს ჯოანს ვერცხლისფერი კაბა ამშვენებდა.

მათთვის, ვისაც საკუთარი ასაკი აღელვებს – 90 წლის ჯოან კოლინზის შობა 32 წლით უმცროს მეუღლესთან ერთად

საცურაო კოსტიუმში გამოწყობილმა ვარსკვლავმა თამამი ფოტო გაავრცელა „ინსტაგრამზეც“. დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე, ის იახტაზე ნებივრობდა. ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა, საზოგადოება აღფრთოვანებულია 90 წლის ლეგენდარული მსახიობის გარეგნობით.

„90 წლის ასაკშიც ბრწყინავს“, „საოცარი ქალია“, „დაუჯერებლად იდეალურია ამ ასაკში“, – წერენ კომენტარებში.

„პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და 25 წლის გოგონას დაემსგავსა“ – 89 წლის ჯოან კოლინზი 57 წლის მეუღლესთან ერთად ბრწყინავს

 

View this post on Instagram

 

A post shared by Joan Collins (@joancollinsdbe)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები