ტელეწამყვანი, მომღერალი თიკა ფაცაცია კახეთში იმყოფება. ის წინანდლიდან ვიდეო კადრებს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ირუჯება ის ჟურნალისტ გვანცა დარასელიასთან ერთად.
თავდაპირველად, თიკა ხუმრობს, რომ ის აბუ-დაბიში იმყოფება, შემდეგ კი აღნიშნავს, რომ მზიან საქართველოშიც შესანიშნავი ამინდია და თავისუფლად შეიძლება გაირუჯო.
„დაუჯერებელია, 3 დეკემბერია და ვირუჯები, თან მარტო არ ვართ, სხვებიც ირუჯებიან“, – აღნიშნავს თიკა ფაცაცია.