LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუჯერებელი სიგიჟე იყო პირველ „პრაიდ“ ფესტივალზე, ევროკავშირის ელჩი მოვიდა, მოუსმინა ცოცხალ მუსიკას, იქვე ლუდი იყიდა, ჩამოდგა და გამოგვკითხა ამბები: გიგა მაქარაშვილი

1459
Capture87878787

მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი აქტივისტი გიგა მაქარაშვილი „თბილის პრაიდის“ პირველ ფესტივალთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. მისი თქმით, „პრაიდ“ ფესტივალზე ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელიც იმყოფებოდა, რომელმაც გამოფენა დაათვალიერა, ცოცხალ მუსიკას მოუსმინა და „პრაიდ“ ფესტივალის მონაწილეებს ამბები გამოჰკითხა.

„დაუჯერებელი სიგიჟე იყო გუშინ პირველ პრაიდ ფესტივალზე

ევროკავშირის ელჩი მოვიდა, დაათვალიერა გამოფენა, მოუსმინა ცოცხალ მუსიკას, იქვე ლუდი იყიდა, ჩამოდგა და გამოგვკითხა ამბები

მერე თქვა, პოლიციის უფროსი მოვაო და მოვარდა საპატრულოს უფროსი, გამოწკეპილი და კარგი ინგლისურით უთხრა, რომ პერიმეტრს აკონტროლებენ და ყველას უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები არიან!

ვიდექი, ვისმენდი და მიხაროდა, პრაიდ ფესტზე პოლიციის უფროსთან და ევროკავშირის ელჩთან მშვიდად გულაობა“, – წერს მაქარაშვილი Facebook-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები