LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაუდასტურდა ავთვისებიანი სიმსივნე, აუცილებელია ქირურგიული ჩარევა“ – 32 წლის ნინო მგელაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

370
ing (1)

32 წლის ნინო მგელაძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მას მეორე სტადიის სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს და სასწრაფოდ ოპერაცია ესაჭიროება.

ნინო მგელაძის მხარდასაჭერად შექმნილია ფეისბუკის ჯგუფიც. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოპერაციისთვის 35 700 დოლარია საჭირო:

„ჩვენს მეგობარს, 32 წლის ნინოს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება!

ნინოს დიაგნოზია სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე, მეორე სტადია.

სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია!!!

ერთი წლის წინ დაუდასტურდა ავთვისებიანი სიმსივნე, ჩაიტარა სხივური და ქიმიოთერაპია, რის შედეგადაც, დაავადება ამ დროისთვის დროებით კონტროლს ექვემდებარება, დაავადების სრულად დასამარცხებლად სასწრაფო ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

იმისთვის, რომ ნინომ სრულყოფილად გააგრძელოს ცხოვრება, აუცილებელია, ე.წ. რობოტი და ვინჩის მეშვეობით ქირურგიული ჩარევა – მაღალი სიზუსტის თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენება.

სამწუხაროდ, აღნიშნული სამედიცინო ჩარევა საქართველოში შესაძლებელი არ არის, რობოტის მეშვეობით ოპერაციას სთავაზობენ თურქეთის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.

ოპერაციის თანხაა 35 700 დოლარი. ქირურგიული ჩარევა აუცილებელია უახლოეს 1 თვეში!

ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ამ თანხის შეგროვებას და ნინოს გადარჩენას!
თითოეული ლარი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ნინოს გადასარჩენად!
გთხოვთ, დავეხმაროთ ნინოს!

ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი:  #GE04BG0000000533538568
მიმღების სახელი: ნინო მგელაძე

თიბისი ბანკი:  #GE54TB7920645063600034
მიმღების სახელი: ნინო მგელაძე“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მეგობრებო, ჩემს უახლოეს მეგობარს ვჭირდებით!
თითოეული ლარი გადამწყვეტია!

გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი, გაწევრიანდეთ ჯგუფში და მოიწვიოთ მეგობრები! მადლობა!

#GE54TB7920645063600034
#GE04BG0000000533538568

Posted by Elene Chkheidze on ორშაბათი, 15 იანვარი, 2024

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები