LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათვმა ტკბილეულის გამო მანქანა დაარბია

117
78124237-12780899-The_car_s_inte

აშშ-ში დათვმა მანქანაში შეაღწია, რათა ტკბილეულის შეკვრა მიეღო და ამასობაში შიგნით ყველაფერი გაანადგურა. მომხდარის კადრებს Daily Mail ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა კოლორადოს შტატში, ქალაქ ლიტლტონის პარკში მოხდა. კადრები ქსელში პარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ჩანს, რომ თანამშრომლები მანქანის კართან იდგნენ და უზარმაზარ ცხოველს ფანჯრიდან იღებდნენ. შემდეგ მამაკაცმა კარი გააღო და დათვს დაუყვირა, ისიც გარეთ გადმოვიდა და გაიქცა.

ამის შემდეგ ოპერატორმა ავტომობილის სალონი გადაიღო, სადაც ცხოველმა ყველაფერი გაანადგურა.

პარკის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შავი დათვი მანქანაში შევიდა, რადგან შიგნით ტკბილეული დაინახა – „ნახეთ, თუ რა შეუძლია გაუკეთოს ავტომობილს დათვმა, როცა მშიერია და შიგნით საკვები იყნოსა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები