სოციალურ ქსელში დიდი პოპულარულობით სარგებლობს სვანეთში, სოფელ შგედიში გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ დათვის ბელ გოგოის (ასე დაერქვა, რადგან გოგოა) ზაფხულის ცხელი დღეები ჭყუმპალაობით გაყავს.
უამრავ დადებით კომენტარებთან ერთად, სოციალურ ქსელის მომხმარებლები იმასაც წერენ, რომ გოგოი ტყის შვილია და მას აუცილებლად სჭირდება თავისუფლება.