ვირჯინიის შტატში, როანოკის ოლქში პოლიცია უჩვეულო ინციდენტის შესახებ საუბრობს. დასახლებულ პუნქტში შუა ღამისას დათვი დაპარკინგებულ ქროსოვერ Honda Pilot-ში შეძვრა, კარები მიიხურა და დასიგნალება დაიწყო. იმდენ ხანს ასიგნალა, რომ ავტომობილის მეპატრონე გააღვიძა.
მეპატრონემ გაარკვია, რომ ავტომობილი ჩაკეტილი არ იყო და სწორედ ასე მოახერხა დათვმა მისი გაღება, ჩაჯდომა და რაღაცნაირად, კარის მიხურვაც.
კლარკსონის ხმაზე გაღვიძებულმა პატრონმა ავტომობილში დათვი დაინახა და პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისულმა ოფიცერმა ფოტო გადაიღო, ამის შემდეგ უკანა კარი გამოაღო და ვითარების კონტროლი საპატრულო ავტომობილიდან დაიწყო, რომელშიც რა თქმა უნდა ვიდეორეგისტრატორი მუშაობდა. ვიდეო CBS New York-ის არხზეა განთავსებული.