LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათუნა სირბილაძე 6 მაისს “ოტიუმში” სოლოკონცერტს გამართავს

168
IMG_8721

6 მაისს, გიორგობის აღსანიშნავად, რესტორან “ოტიუმში” ქართული სიმღერის საღამო გაიმართება. დათუნა სირბილაძე სოლოკონცერტზე თავისი რეპერტუარიდან ჰიტებს წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ ამ დღეს მაყურებლის წინაშე გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ, გელა ავად გახდა, რის გამოც ხმა დაკარგა და კონცერტზე გამოსვლას ფიზიკურად ვერ ახერხებდა. გელამ და ანუკიმ მეგობარს, დათუნა სირბილაძეს სთხოვეს კონცერტის ჩატარება და ის დათანხმდა.

კონცერტს ჯგუფი “ანოსთან და მახოსთან” წარამოადგენს, რომელიც ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ეწევა. მისი ხელმძღვანელი კი ანი კავლელიშვილი გახლავთ.

ღონისძიებაზე ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები