LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ – თბილისში აქცია დაიგეგმა

111
78933673-489465331925921-80630219911725056-o

დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ – ამ მოთხოვნით, დღეს, 12 საათზე, აქცია გაიმართება. სამოქალაქო მოძრაობა მოითხოვს დაუყოვნებლივ შეუწყვიტონ “ქართული ოცნების” წევრს უფლებამოსილება. აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც დეპუტატმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და აგინა.

“იდიოტები ხართ ან პროვოკატორები, თქვენი დედაც! – “ქართული ოცნების” წევრი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს აგინებს

ალეკო ელისაშვილის თქმით, ყოვლად მიუღებელია თბილისს მსგავსი სამარცხვინო დეპუტატი ჰყავდეს.

“მას არც მორალური, არც პოლიტიკური და აღარც ადამიანური უფლება აღარ აქვს რომ თბილისის საკრებულოში დარჩეს,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გარეწარი კუხიანიძე საკრებულოდან უნდა წაეთრეს – ალეკო ელისაშვილი ერეკლე კუხიანიძეზე

კუხიანიძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭირო პროცედურის დაწყებას გეგმავს საკრებულოს ოპოზიცია – საჭიროა 10 დეპუტატის ხმა.

თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფ ქართველი ექიმის ოჯახს იდიოტებსა და პროვოკატორებს უწოდებს. ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს, რომ როდესაც იცი, იქ ოკუპანტია, დაგიჭერს და სპეციალურად მიდიხარ, პროვოკაციაა.

ამ რთულ სიტუაციაში, ამ თემით ნებისმიერი სახის სპეკულაცია ამორალურია – დავით ასათიანი

კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა “ქართული ოცნების”  ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით დაპატიმრებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მიუხედავად ქართული მხარის კატეგორიული მოთხოვნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწილისა, ოკუპირებულმა სასამართლომ ქართველი ექიმი მაინც არ გაათავისუფლა.

სასამართლოს გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს” – ირინა გაფრინდაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები