ქუთაისის მერიის წინ, ქუთაისის საკრებულოდან ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარის ნანა კოსტავას გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიამრთება.
აქცია დღეს, 17:30 საათზე სოციალურ ქსელში დაიგეგმა. აქციის მიზეზი სოციალურ ქსელში ნანა კოსტავას “პოსტები” გახდა.
“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა ნანა კოსტავამ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ბარკერის ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შესახებ არ იცოდა.
"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე" - საკრებულოს დეპუტატი სალომე ბარკერზე
ვებრძვი მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს.
კიდევ უფრო ადრე, მან საზოგადოებას თავი მაია ასათიანის შვილის გარდაცვალებაზე ნიშნის მოგებით დაწერილი სტატუსითაც დაამახსოვრა.
“შვილის დაკარგვა დიდი უბედურებააა…..ვინცზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად…”- წერდა მაშინ ნანა კოსტავა.