LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დატოვონ აქცია პოლიტიკოსებმა – შეხლა-შემოხლა აქციაზე

239
9

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტუაცია დაიძაბა.

პარლამენტთან შეკრებილების ნაწილი ითხოვს, რომ დემონსტრანტებს პოლიტიკოსებმა მიმართონ. მეორე ნაწილი ამას ეწინააღმდეგება. ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკოსები აქციის მთავარ აზრს აზიანებენ. მხარეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

პოლიციამ ტერიტორიიდან ინციდენტის რამდენიმე მონაწილე გაიყვანა. მეორე ჯგუფი, რომელიც ადგილზე რჩება, კვლავ ითხოვს, რომ აქცია დატოვონ ოპოზიციის წრმომადგენლებმა. სიტყვიერი დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

თბილისის ცენტრში უკვე მესამე დღეა, გრძელდება საპროტესტო აქცია რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ითხოვენ, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და დაუყონებლივ გაათავისუფლონ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები