LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათოვლილი ძველი ქალაქი – საახალწლო არდადეგები რიგაში

riga

იუგენდსტილის არქიტექტურა და დათოვლილი ძველი ქალაქი, ჭრელი ბაზრობა, ულამაზესი ნაძვის ხე და სადღესასწაულო განწყობა – დეკემბრის რიგა ზღაპრულ დეკორაციაში მართლაც საუკეთესოა ადგილია საახალწლო არდადეგების მოსაწყობად.

საშობაო ნაძვის ხის განათება – ნაძვის ხის სადღესასწაულად მორთვის ტრადიცია რიგაში 500 წლის წინ გაჩნდა. Grand Hotel Kempinski დღესაც მკაცრად იცავს უძველეს ტრადიციას და სადღესასწაულო ცერემონიას რიგის მუსიკალური სკოლის ბავშვთა გუნდის აკომპონიმენტით, სასტუმროს უზარმაზარ დარბაზში მართავს, სადაც სტუმრებს არომატული გლინტვეინით და ტკბილეულით უმასპინძლდება.

თაფლიკვერების დაგემოვნება – გემრიელი ღონიძიება, რომელიც  რესტორან Amber-ისა და  ყავის სახლის Kurts Coffee ორგანიზებით ეწყობა, ნამდვილი საშობაო საოცრებაა, რადგან ტკბილეულის მოყვარულები თაფლიკვერებთან ერთად უამრავ ნუგბარს აგემოვნებენ.

სადღესასწაულო ვახშამი ბარ-რესტორანში Stage 22 – პოპულარული რესტორანი მართლაც მაგიური ადგილია, რომელიც სტუმრებს არაჩვეულებრივი ხედებით, ორიგინალური მენიუთი და სადღესასწაულო პროგრამით იზიდავს. ექვსი კერძისგან შედგენილი ვახშმის შემდეგ ილუზიონისტ რობის ტრანკალისის შოუს შეგიძლიათ დაესწროთ, მერე კი, ჯგუფის Golden Grooves ცოცხალი კონცერტის ფონზე სურვილი ჩაიფიქროთ და დილამდე იცეკვოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები