საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გიგი უგულავა საპატიმროს არ დატოვებს, ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია წერს.
„მოკლე იურიდიული განმარტება სიცხადისთვის : იმისთვის რომ ბრალდებულმა დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, საჭიროა არსებობდეს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება, რაც დღეს არ არსებობს. საკონსტიტუციო სასართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ვიდრე არ მოჰყვება საერთო სასამართლოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილება პირის გათავისუფლების თაობაზე, ავტომატურ რეჟიმში ასეთი გადაწყვეტილება კანონმდებლობით ვერ მოხდება.
არასწორი ინტერპრეტაციები ისმის საჯარო კომენტარებში,“- წერს ბესელია.