“რუსთავი 2”-ის ყოფილი ჟურნალისტი, “კურიერი პ.ს.”-ის წამყვანი, დათო კიკალიშვილი წლებია, ავსტრიაში ცხოვრობს.
ის “რუსთავი 2”-ის შუადღის გადაცემას ჩაერთო და ისაუბრა იმის შესახებ, რა ვითარებაა ავსტრიაში კორონავირუსის თვალსაზრისით.
როგორც ქართველმა ჟურნალისტმა აღნიშნა, ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ესტუმრა უამრავ გადაცემას, ასევე ატარებდა პრესკონფერენციებს და ძალიან კონტაქტური იყო მოსახლეობასთან. ხალხისთვის გამოიყო უზარმაზარი ფინანსური რესურსი, რომ მათ ულუკმაპუროდ დარჩენის შიში არ ჰქონოდათ.
როგორც კიკალიშვილი ამბობს, იტალიაში პირველი ეპიდაფეთქების ქალაქი იმ ქალაქისგან, სადაც ის ცხოვრობს, სამი საათის სავალზეა, ამიტომაც თავიდანვე საკმაოდ სერიოზული ზომები მიიღო ხელისუფლებამ და დაბებს შორისაც კი ჩადგა ღობეები ვირუსის გავრცელების ასარიდებლად.
ჟურნალისტი ჰყვება ერთ შემთხვევაზე, როდესაც ავსტრიის ერთ-ერთ ქალაქში იტალიიდან დაბრუნებულმა ბარმენმა სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 3000 ადამიანი დააინფიცირა…