„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, ტელეწამყვანი დათო კაკულია სამხედრო ფორმაში გამოწყობილი თავისი ძმისშვილის ფოტოს ავრცელებს, თუმცა სახე დაფარული აქვს უსაფრთხოების მიზნით და წერს, რომ ის ელოდება, როდის მისცემენ უკრაინულ ბორტს საქართველოში დაჯდომის უფლებას, რომ გაემგზავროს უკრაინის დასაცავად:
„ეს ჩემი ძმისშვილია, მეორე დღეა ელოდება, როდის მისცემენ უკრაინულ ბორტს დაჯდომის უფლებას, რომ წავიდეს იმ ქვეყნის დასაცავად სხვა მოხალისეებთან ერთად, სადაც დაიბადა, გაიზარდა, სადაც მისი დედ-მამა, პატარა ძმა 24-საათიან რეჟიმში იბომბებიან, სადაც იღუპებიან მისი მეგობრები, კლასელები, ჯგუფელები….
ამ ყველაფერს მოჰყვა ის, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ელჩი გაიწვია საქართველოდან…
იმ უკრაინაზეა საუბარი, რომელიც ყველა ომში რუსეთთან საკუთარ მოხალისეებს უშვებდა საომრად, იმ უკრაინაზე, რომელმაც ჭუბერის უღელტეხილზე ათასობით დევნილი გადაარჩინა საკუთარი ვერტმფრენებით, იმ უკრაინაზე რომელიც ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქართველების სისხლი იღვრებოდა!
სირცხვილია!“