LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ევგენიძის პირადი ტრაგედია: „ბავშვები ეთამაშებოდნენ წყალში და აყვინთავებდნენ… გული გაუსკდა ამ დროს… ის ჩემი ანგელოზია…“

836
dato-evgenidze

დათო ევგენიძე „იმედის“ ეთერში პირადი ტრაგედიის შესახებ ჰყვება, რომელთანაც დიდი ტკივილი და ემოციები დღემდე აკავშირებს:

„ქობულეთში ისვენებდა ბებია ჩემს დასთან ერთად. უცებ იყო გაზრდილი, ძალიან ლამაზი და ბევრი ბიჭი დაჰყვებოდა. ვეჩხუბე წასვლის წინ. ძალიან ცოტა დრო დავყავი მასთან. ვეჩხუბე, რა არის, ეს ბიჭები ვინ არიან-მეთქი. დამრჩა მოსასხამი. მატარებელში გამომეკიდა, რომ ეს მოსასხამი მოეცა. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. შეკვეთილში რომ ჩავედი, დამხვდა თვალცრემლიანი ქალი და მითხრა, რომ ჩემს დას მზემ დაარტყა და ქობულეთში გადაიყვანეს. ტაქსიში რომ ჩავჯექი, ტაქსისტმა მკითხა, რამდენი წლის იყოო. მე კი მინდოდა დაჯერება, რომ მართლა მზემ დაარტყა. ჩვენს სახლთან, ქობულეთში უამრავი ადამიანი ირეოდა. დედაჩემმა მითხრა, ფეხი მოიტეხაო… დავიჯერე და მერე აღარ მახსოვს არაფერი. მერე იყო თვითდადანაშაულება, რატომ დავაგვიანე იმ დღეს ჩასვლა, შეკვეთილში ხომ არ ჩავიდოდნენ… ბავშვები ეთამაშებოდნენ წყალში, რომ აყვინთავებ… გული გაუსკდა ამ დროს. 14-15 წლის იყვნენ, შეეშინდათ და ერთი საათის მერე უთხრეს დედას. შვეულმფრენი გამოიძახეს, კამერა ეკავა ხელში და ჩაძირული არ იყო… ცოცხალი ეგონათ. რომ გამოიყვანეს, სისხლი იყო, გული ჰქონდა გამსკდარი. წლების მერე მივხვდი… იმ მომენტში ვერ ხვდები ამას. რაც ზედმეტი მქონდა, ყველაფერი მომაცილა ამ ტრაგედიამ. მუსიკაში დღეს დათო ევგენიძე ვინც არის, ჩემი დის საჩუქარია. ხუთი პრელუდია დავწერე, დისადმი მიძღვნილი. 23 აგვისტო ჰქვია ერთ-ერთ ნაწარმოებს, დღე, როდესაც ჩემი და დაიღუპა… მასთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია. ჩემი ანგელოზია და სულ ჩემთან ერთადაა, სცენაზე, როცა ვუკრავ, მხარზე ხელი დაუდია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები