LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ევგენიძის მეუღლე: „დათომ წითელ პარასკევს დაიძინა და კვირას, აღდგომა დღეს გაიღვიძა… აღმოჩნდა, რომ მერვე ხარისხის კომაში იყო…“

567
დათო ევგენიძე და ნინო ჟვანია

დათო ევგენიძის მეუღლე ნინო ჟვანია ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება იმ რა გადაიტანა, როდესაც დათო მერვე ხარისხის კომაში ჩავარდა:

„იყო ასეთი ფაქტი – დათომ წითელ პარასკევს დაიძინა და კვირას, აღდგომა დღეს გაიღვიძა. ზოგადად, დათოს არ უყვარს ძილი, ოთხი საათი მისთვის საკმარისია და პარასკევს რომ დაიძინა და საღამომდე ეძინა, კი გამიხარდა, ვიფიქრე, ცოტას დაისვენებს-მეთქი, მაგრამ საღამოს რომ ვეღარ გავაღვიძე, ძალიან შემეშინდა. გამოვიძახე სასწრაფო, გადავიყვანეთ საავადმყოფოში და აღმოჩნდა, რომ მერვე ხარისხის კომაში იყო. იმ წუთებში, ვერაფერზე ვფიქრობდი, არ მინდოდა, ცუდზე მეფიქრა. დათომ იმდენჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში, ამბობს: სიკვდილი ჩემი მეგობარიაო, მაგრამ მე სიკვდილის მეშინია და მეგობრობა კი არა, ფიქრიც არ მინდა მასზე…“

დათო ევგენიძე: „ჩვენი რომანი შედგა, ამ ქალმა ის მიატოვა და ჩემთან წამოვიდა… იმ ადამიანს შევხვდი და ვეცადე, თავმოყვარეობა შელახული კაცისთვის ოდნავ ფრთები ამეწია…“

ვიდეო: “ნინო მინდვრებში დაძინებულს მპოულობდა…ბევრჯერ გადამარჩინა” – დათო ევგენიძე პირად ცხოვრებაზე

ვიდეო: დათო ევგენიძე რჩეულთან ერთად აცეკვდა – ახალი კადრები საქორწილო წვეულებიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები