LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო არჩვაძემ სტინგს თავისი დაწერილი სიმღერა უსახსოვრა – „მუსიკალური საჩუქარი საქართველოდან…“

101

დათო არჩვაძემ პირველ აპრილს ყველა ცნობილ ადამიანს „გადაუჯოკრა“. ისეთი ტყუილი მოიფიქრა, რომელიც ბევრმა დაიჯერა, მათ შორის მედიის წარმომადგენლებმაც. დათომ სოციალურ ქსელში შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა: „ძალიან მაგარი ზარი მივიღე დიდი ბრიტანეთიდან. გადაწყდა, რომ სტინგი ჩაწერს ჩემს სიმღერას, რომელიც მას ვუსახსოვრე თბილისში…“

ამ სტატუსს, რასაკვირველია, უამრავი მოწონება ხვდა წილად. კომენტარებში დათოს მეგობრები კითხულობდნენ, მართალი იყო თუ არა ეს ამბავი…


12910207_10207867930749269_1841522380_nდათო არჩვაძე:

მართალი გითხრათ, არ მეგონა, ამ ამბავს თუ დაიჯერებდნენ, მაგრამ სინამდვილეში ამ ტყუილში სიმართლის მარცვალი ურევია (იღიმის). ალბათ, გახსოვთ, რომ სტინგისა და კრის ბოტის კონცერტის შემდეგ, „ქართული ხმების“ კვარტეტი მიგვიწვიეს, რომ ავთერფართიზე მათთვის გვემღერა. რამდენიმე სიმღერა შევასრულეთ. სტინგმა ჩვენთან ფოტოების გადაღება მოინდომა. ისეთი ამბავი იყო, შოკი მიიღეს.

მანამდე გაგვაფრთხილეს, რომ ძალიან მკაცრი მენეჯერი ჰყავს და შესაძლოა, მასთან მიახლობის ნებაც არ მიეცა, მაგრამ ბოლოს სტინგსა და კრის ბოტისთან გასაუბრების საშუალება მოგვეცა.

მე წინასწარ მქონდა გამზადებული და დისკზე ჩაწერილი ჩემი ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც, ჩემი მოსაზრებით, მას ძალიან მოუხდებოდა. არანჟირება მიშა მდინარაძემ გააკეთა, ეს სიმღერა გიორგი მეფისაშვილისთვის დავწერე, თუმცა მას ჯერ არ ჩაუწერია, მხოლოდ ლაივ-შესრულება არსებობს.

კრის ბოტის რომ მივუახლოვდი, ხელში დისკი მეჭირა. მკითხა, ეს ჩემთვის არისო? ვუპასუხე, რომ სტინგისთვის მქონდა მუსიკალური საჩუქარი საქართველოდან. მოგვიანებით, „ქართული ხმების“ ბიჭები მეხუმრებოდნენ, სტინგს სიმღერასთან ერთად გამზადებული არანჟირებაც აჩუქეო (იღიმის). მინდა აღვნიშნო, რომ კრის ბოტიც და სტინგიც ძალიან თავმდაბალი ადამიანები არიან… სტინგმა დისკი გამომართვა და მადლობა გადამიხადა. არ ვიცი, ჩაწერს თუ არა მას და ჩემი სტატუსი, რა თქმა უნდა, საპირველაპრილო ხუმრობა იყო, მაგრამ მე ჩემგან ვცადე… რატომაც არ უნდა მეცადა. მელოდიას ინგლისური ტექსტი არ აქვს, ასე რომ, თავად ჩავუწერე უტექსტოდ…

სხვათა შორის, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩემი ამ საპირველაპრილო სტატუსის შემდეგ, თითქმის ყველა შოუდან დამირეკეს, მიწვევა უნდოდათ. დაიჯერეს, რომ სტინგი მართლაც წერს ჩემს სიმღერას (იღიმის)…

ნინო მურღულია

12910537_10207868045592140_965321064_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები