LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო არჩვაძე: „სამწუხაროდ, არც მის სიცოცხლეში და არც გარდაცვალების შემდეგ, არავინ დაინტერესდა ამ სიმღერით…“

671
archvadzewiklauri

კომპოზიტორი დათო არჩვაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სიმღერას, რომელიც თემურ წიკლაურისთვის დაწერა. დათო აღნიშნავს, რომ ამ სიმღერით მომღერლის სიცოცხლეში არავინ დაინტერესებულა და ზოგადად, ხელოვანებს საქართველოში დაუფასებლობის შეგრძნება აქვთ.

გთავაზობთ მის პოსტს:

„როდესაც ეს სიმღერა მოვასმენინე, ცრემლები წამოუვიდა და მივხვდი, რომ იმ წუთასვე გაითავისა და ისე მიმღერა გული გამიჩერა ❤‼

ნახეთ, რამხელა ემოციით მღერის. სამწუხაროდ, არც მის სიცოცხლეში და არც გარდაცვალების შემდეგ, არავინ დაინტერესდა ამ სიმღერით და ამიტომ თავად გიზიარებთ. ბატონი თემურის მსგავსად, ბევრ ხელოვანს გვაქვს საქართველოში დაუფასებლობის განცდა მუდმივად, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია საქართველოში დაბადებული ხელოვანი ადამიანის ხვედრი, რომ მარტო გარდაცვალების მერე უნდა შეიმჩნიოს და დააფასოს ქვეყანამ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები