LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო არჩვაძე ემოციურ ვიდეოს გვიზიარებს: „მე დაფასება და კოლეგიალობა ვიცი ასეთი… ერთი ლეგენდა მაცაცო სებისკვერაძე ხელზე ეამბორება მეორე ლეგენდას, ქალბატონ ნუნუ დუღაშვილს…“

1088
ნუნუ-დუღაშვილი

დათო არჩვაძე გვიზიარებს ვიდეოს, რომელიც „თეატრალურის კვარტეტის“ კონცერტზეა გადაღებული. ანსამბლმა ნუნუ დუღაშვილის ცნობილი სიმღერა „გადამრიე“ შეასრულა. ამ შესრულების შემდეგ მაცაცო სებისკვერაძე ნუნუ დუღაშვილს ხელზე ეამბორა:

„მე დაფასება და კოლეგიალობა ვიცი ასეთი… ერთი ლეგენდა მაცაცო სებისკვერაძე ხელზე ეამბორება მეორე ლეგენდას, ქალბატონ ნუნუ დუღაშვილს მადლიერების ნიშნად.  ასეთ საქართველოში მინდა ვცხოვრობდეთ, სადაც ერთმანეთს ასე დააფასებენ…“

შეგახსენებთ, რომ „თეატრალურის კვარტეტს“ 3 ნოემბერს 20 წელი შეუსრულდა. ანსამბლის მოღვაწეობის დასაფასებლად თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მათი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.