LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათმობს თუ არა ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წილს აქიმიძე-დვალის სასარგებლოდ – მხარეები დღეს შეხვდებიან

93
qibara

დღეს გაირკვევა, შეასრულებს თუ არა დაპირებას ქიბარ ხალვაში და დაუთმობს თუ არა წილს ტელეკომპანიის დამფუძნებლებს.

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ამჟამინდელ მფლობელს სწორედ დღეს ხვდებიან. დამფუძნებლები ამბობენ, რომ უცნობია, რა წინადადებას შესთავაზებს მათ ხალვაში. 

ჩვენსა და რუსთავი 2-ს შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ხალვაში - აქიმიძე და დვალი

ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი „რუსთავი 2“-ისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს არც რუსთავი 2-ის დირექტორი პაატა სალია.

კიდეც რომ გამევლო ქიბარ ხალვაშთან კონკრეტული საკითხები, წინასწარ ხომ არ მოგიყვებით? ვერ გეტყვით ვერაფერს, ადამიანებმა უნდა ისაუბრონ საქმეზე და კონკრეტული წინადადებები განიხილონ. ნუ მომთხოვთ იმ დეტალების მოყოლას, რას წინადადება შეიძლება ქონდეს ქიბარ ხალვაშს ამ ადამიანებთან”, – სალიამ ამის შესახებ “პრაიმტაიმს” უთხრა.

შეგახსენებთ, 2015 წელს ქიბარ ხალვაშმა საჯაროდ განაცხადა, რომ რუსთავი 2- ის დირექტორობას დავით დვალს შესთავაზებდა და მათ წილებს გადაუფორმდებდა. 

ქიბარ ხალვაში აპირებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის წილი გადაუფორმოს

ქიბარ ხალვაში აპირებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადაუფორმოს ტელეკომპანიის წილი, რამდენზეც ისინი შეთანხმებულები იყვნენ. ამის შესახებ ხალვაშმა „მოამბეში“ განაცხადა. ამ ეტაპზე ხალვაში არ აკონკრეტებს რამდენ პროცენტიან წილზეა საუბარი.  „დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადავუფორმებ იმდენს, რამდენზეც მოლაპარაკებული ვიყავით. მგონია, რომ გაუგებრობას ადგილი არ ექნება. კონკრეტულად რამდენ პროცენტიან წილზეა საუბარი, მათთან შეუთანხმებლად ოფიციალური განცხადების გაკეთებას არ […]

გასულ კვირას რუსთავი 2 -ის დამფუძნებლები ტელეკომპანიის დირექტორს პაატა სალიას შეხვდნენ. ქიბარ ხალვაშთან შეხვედრაც სწორედ მაშინ დაიგეგმა. ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, ასევე, გეგმავენ „რუსთავი2“ ის ჟურნალისტებთან შეხვედრასაც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები