შარტავას ქუჩაზე მძიმედ დაშავებული 8 წლის ბიჭუნას, დათი ქოქრაშვილის სამკურნალოდ ფული კვლავ გროვდება., ვინაიდან მას კლინიკაში დავალიანება აქვს.
ახლახან ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა, თეა ცხადაძემ მოუწოდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაერთიანებისკენ:
„მეგობრებო, ერთი კვირის წინ პატარა დათი გადაიყვანეს რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში. ჯერ ძალიან ადრე იყო მისი გადაყვანა, რადგან ისევ ღია აქვს ჭრილობები, ამიტომ ვეჭვობთ, რომ ეს დავალიანების გამო მოხდა. ჭრილობა, რომელიც თითქმის მთელი თვე სუფთა იყო და უკვე ვაკუუმის დადებას აპირებდნენ, გადაყვანიდან 4 დღეში დაინფიცირდა თავიდან. გაჩნდა ნეკროზის ახალი კერა. დათის კიდევ სჭირდება მე-11 ოპერაცია და ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ, მისთვის თითოეული შეკელიც კი მნიშვნელოვანია. პარასკევამდე იქნებ მომაწოდოთ, ვინც რას შეძლებთ, უმორჩილესად გთხოვთ…“
მიმღები:
ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483