LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათი ქოქრაშვილის დასახმარებლად ახალი ნომერი ამოქმედდა: „ინფექცია ჯერ ისევ რჩება ორგანიზმში, ამიტომ ჭრილობებს კვლავ ვერ ხურავენ…“

229
დათი

„დათისთვის“ – გვერდი, რომელიც შარტავას ქუჩაზე მძიმედ დაშავებული დათი ქოქრაშვილისთვის ისრაელში სამკურნალოდ თანხის მოსაძიებლად შეიქმნა, ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დათის გულშემატკივრებს გაცნობებთ, რომ დღეიდან შესაძლებელია საქველმოქმედო ზარის განხორციელებაც:

0901 000 903

(მაგთისა და ბილაინის აბონენტებისთვის)

ზარის საფასურია 1 ლარი.

ინფორმაციას მოგაწვდით დათის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ:

2 კვირაა, რაც დათის დაეწყო ჰიპერტენზია და ტაქიკარდია, ისევ უგრძელდება მაღალი ტემპერატურა.

ინფექცია ჯერ ისევ რჩება ორგანიზმში, ამიტომ ჭრილობებს კვლავ ვერ ხურავენ. დათის ორჯერ უკეთებენ ნარკოზს იმისთვის, რომ ჭრილობების  დამუშავება შეძლონ, მას გაუსაძლისი ტკივილები აქვს და მედიკამენტები არ არის საკმარისი გასაყუჩებლად.

თქვენი გვერდში დგომა ახლა უმნიშვნელოვანესია დათისთვის! მადლობას ვუხდით თითოეულ თქვენგანს გულისხმიერებისთვის!“

მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ შემდეგ რეკვიზიტზე:

TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
#დათისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები