პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, დათა ვანიშვილი “სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დათა ვანიშვილის დაჯილდოების საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი გარდაცვალებისთანავე განიხილეს. პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება. დაჯილდოების ცერემონია, 9 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართება.”-აღნიშნულია განცხადებაში.
დათა ვანიშვილი გუშინ, 22 მარტს ოკუპირებულ მიწაზე მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს.
მცოცავი ოკუპაციის სიმბოლო – დათა ვანიშვილი გარდაიცვალა
დათა ვანიშვილი წლების განმავლობაში უტეხად დარაჯობდა საკუთარ მიწა-წყალს და ბოლომდე არ შეეპუა ოკუპაციას – ირაკლი ღარიბაშვილი