დათა პაპას ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. არსებული ინფორმაციით, ვალია ვანიშვილი დათა პაპასთვის მიცემულ პირობას ასრულებს და სახლს არ ტოვებს.
„სახლში წევს ექიმმა მოინახულა და ანტიბიოტიკები დაუნიშნა. კოვდზეც ჩაიტარა ტესტი. პასუხი უარყოფითია. დათა პაპას პირობას ასრულებს, სახლში რჩება, სახლს არ ტოვებს“. – განუცხადა „პრაიმტაიმს“ შვილიშვილმა.
ცნობისთვის, დავით ვანიშვილი სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართების მიღმა მეუღლესთან ერთად 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. დათა პაპა 19 მარტს გარდაიცვალა.