LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათა პაპა ჩემთვის წარმოადგენს სიმბოლოს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის: ვაჟა გაფრინდაშვილი

88
Screen-Shot-2019-12-28-at-1.11.20-PM

“დათა პაპა ჩემთვის წარმოადგენს სიმბოლოს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის,” – ამის შესახებ განცხადებას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი აკეთებს, რომელიც ოკუპირებულ ხურვალეთში დათა პაპას დაკრძალვაზე იყო ჩასული.

“ადამიანი, რომელიც ათეული წელი არ ეგუებოდა ოკუპაციას. მიუხედავად მრავალი ფიზიკური, მორალური, თუ ფსიქოლოგიური წნეხისა, შეძლო და შეინარჩუნა თავისი ქართველობა და საქართველოს სიყვარული ამ პატარა გოჯ მიწაზე”, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი დათა ვანიშვილი დღეს დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ნათესავები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წევრები და პოლიტიკოსებიესწრებოდნენ.

დათა პაპა საქართველოს ჰიმნის ფონზე დაკრძალეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები