ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ ტვ პირველის მფლობელისა და დირექტორის გამოკითხვაზე დაბარების შემდეგ, სამსახურში გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.
“დასვენება არ დამაცალენ..შვებულება არ შემარგენ” – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.
მანამდე ტელეწამყვანმა ვატო წერეთლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება მედიაზე ზეწოლის მცდელობად შეაფასა.
გრიგოლიამ დაწერა, რომ აგვისტოში სურთ ყველაფრის გაწმენდა, რათა კრიტიკული სიტყვა აღარ ისმოდეს.
"მოიცალეს ბიჭებმა. რა გაეწყობა, ვასრულებ შვებულებას"- ინგა გრიგოლია ტვ პირველის დამფუძნებელს ეხმაურება
კრიტიკული სიტყვა არსაიდან აღარ ისმოდეს?
ტვე პირველის მფლობელს სავარაუდოდ, ზეგ, 8 აგვისტოს დაკითხავენ. ვატო წერეთელმა საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე უარი განაცხადა და ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით გასცემს პასუხს გამომძიებელს. ვატო წერეთელი, მის მიმართ გამოძიების გააქტიურებას, TV პირველის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებს.
ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ, შანსი ნული გაქვთ, ყველას ვერ დაიჭერთ – ტვ პირველის დამფუძნებელი