დასუფთავების მანქანები ვიწრო ქუჩებში პიკის საათებში აღარ იმოძრავებენ. დავით ნარმანიას თქმით, მერიამ დასუფთავების სამსახურის ავტომანქანების მუშაობის სპეციალური რეჟიმი შეიმუშავა.
„მოქალაქეები უკამყოფილებას გამოთქვამენ პიკის საათებში დასუფთავების ავტომანქანების მოძრაობასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ და ქალაქის გადატვირთულ უბნებში, სადაც მაღალია საცობები, დასუფთავების ავტომანქანების სპეციალური მუშაობის რეჟიმი მოვამზადეთ. კერძოდ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, სადაც ვიწროა ქუჩები და ინტენსიურია მოძრაობა, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, დილის 9-ის ნახევრიდან 11-ის ნახევრამდე და საღამოს 6-ის ნახევრიდან 9-ის ნახევრამდე ანუ პიკის საათებში დასუფთავების ავტომანქანები ასეთ ვიწრო ქუჩებში აღარ იმუშავებენ.
ეს გარკვეული თვალსაზრისით იმოქმედებს მოძრაობაზე და ინტენსიურს გახდის გადაადგილებას”, – განაცხადა თბილისის მერმა და მოქალაქეებს სთხოვა, დასუფთავებასთან დაკავშირებულ საკითხს “სამოქალაქო პასუხისმგებლობით” მოეკიდონ.