LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასკვნა აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას: სტოლტენბერგი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

61
FORTUNA.GE- (6)

“ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.” – ასე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი სტარსბურგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

არის თუ არა ევროპული განაჩენი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების შანსი – როგორ უნდა მოიქცეს საქართველო

“ადამიანის უფლებათა სასამართლოს დავესესხები, რომლის გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ რუსეთი დადანაშაულებულია ადამიანის უფლებების დარღვევაში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.” – თქვა მან.

სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

რეფორმების განხორციელება საქართველოს კიდევ უფრო აახლოვებს ნატო-ს წევრობასთან – სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა