ხორვატიის მთებში, ძაღლმა დაშავებული ტურისტი – გრგა ბრკიჩი გადაარჩინა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ალასკური მალამუტი, ზედმეტსახელად ნორტი, 13 საათის განმავლობაში ათბობდა ტურისტს, რადგან მამაკაცი გადაადგილებას ვერ ახერხებდა.
აღსანიშნავია, რომ გრგა ბრკიჩი ხორვატიის მთიან რეგიონში ლაშქრობაში იმყოფებოდა, როდესაც დაეცა და მოძრაობა ვეღარ შეძლო.
რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, საგანაგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა ტურისტის უვნებლად ამოყვანა შეძლეს. როგორც ისინი ამბობენ, ბრკიჩი სიკვდილს 8 თვის ალასკური მალამუტმა გადაარჩინა.