როგორც ჩანს, ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის შესაძლო დაშორების შესახებ გავრცელებული ჭორები სიმართლეა. გამოცემა „ფეიჯ სიქსი“ წერს, რომ ცნობილი მსახიობისა და მოდელის ურთიერთობა ბოლო წუთებს ითვლის. ინსაიდერების მტკიცებით, ისინი ურთიერთობას ამ დრომდე ქალიშვილის ხათრით ინარჩუნებენ. მეორე წყარო ამტკიცებს, რომ ირინა ბრედლი კუპერს შვილის წართმევით ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ პირველად ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის დაშორებაზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც მედიაში გაჩნდა ინფორმაცია კუპერისა და ლეიდი გაგას რომანზე.