LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასავლური მედია ბარაკ ობამას ქალიშვილის თავაშვებულ გართობაზე წერს

179

ბარაკ ობამას 19 წლის ქალიშვილმა,  მალია ობამამ მუსიკალურ ფესტივალ Lollapalooza-ზე მეგობრებთან ერთად მოილხინა და მსოფლიოს ტაბლოიდების ყურადღების ქვეშ მოეცა.

ამერიკის ექს-პრეზიდენტის უფროსმა ქალიშვილმა The Killers-ის ჰიტის ფონზე იცეკვა. ვიდეოებიდან, რომლებიც ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ მალია საყვარელი ჯგუფის სიმღერები დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

მალიას გართობას ქსელში ბევრი პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას ყველამ პატივი უნდა ვცეთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები