თბილისიდან დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალ მიკროავტობუსს კვამლი გაუჩნდა.
მიკროავტობუსს მგაზვრები გადაჰყავდა. კვამლის შემჩნევის შემდეგ, მგზავრებმა სატრანსპორტო საშუალება დატოვეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელი „ფორტუნასთან“ აცხადებს, ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მძღოლმა კვამლი მანქანის მოძრაობისას შეამჩნია. კვამლი ძრავასთან გაჩნდა.