ევროპარლამენტის ლიეტუველი დეპუტატის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის დრო დადგა. მისი განმარტებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა პუტინის დაშოშმინებას არ უნდა შეეწირონ.
„პუტინი, რომელმაც დაიწყო ომი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, ახლა ითხოვს, რომ ამ ქვეყნებმა არ უნდა იზრუნონ უსაფრთხოებაზე და დასავლეთმა ისინი უნდა მიატოვოს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას და არა ქართველებმა და უკრაინელებმა.
ჩვენ ვიცით, სადამდე მიიყვანა ჰიტლერის დაშოშმინების სტრატეგიამ არა მხოლოდ ევროპა, არამედ მთელი მსოფლიო. დაშოშმინება პუტინის მხრიდან მხოლოდ უფრო მეტ მუქარასა და შანტაჟს იწვევს. საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს და ახლა ისევ უკრაინა.
დასავლეთი კვლავ დანებდება პუტინის მუქარას? ამ ქვეყნების მომავლის მსხვერპლად მოტანა დაუშვებელია! უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის დრო დადგა!“ – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
https://twitter.com/KubiliusA/status/1470791041221550091