LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასავლეთ საქართველოში ქარის ელექტროსადგური აშენდება

100
agriculture-alternative-energy-clouds-countryside-414837

მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რომელიც ახლა ენერგეტიკულ პროექტებს აქვთ, 2021 წელი იყო საკმაოდ წარმატებული მცირე და საშუალო ზომის ენერგეტიკული პროექტებისთვის. 40-მდე ახალი მემორანდუმი გაფორმდა კვლევაზე, შესწავლაზე და შემდგომ უკვე მშენებლობაზე, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 70 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე.

„დაახლოებით, 500 ათასი დადგმული სიმძლავრე მეგავატი ადგილობრივი, ქართული გენერაციის ობიექტების შესწავლა დაიწყო სხვადასხვა, ძირითადად, ქართველი ინვესტორების მიერ. ეს არის როგორც ჰიდრო, ასევე ქარი, ასევე მზე. დღესაც, ერთ-ერთი ასეთი პროექტი გამოვიტანეთ. ეს არის ქარის 50 მეგავატიანი პროექტი, რომელიც დასავლეთ საქართველოში განხორციელდება. ჯერჯერობით, ამ ეტაპზე იწყება შესწავლა“, – აცხადებს ნათია თურნავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები