LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დასავლეთ საქართველოში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი” – 112 მოსახლეობას აფრთხილებს

266
kakokairia-5-800x445 (1)

112 მოსახლეობას გამაფრთხილებელ შეტყობინებას უგზავნის და 9-10 ოქტომბერს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”, – წერს 112 გაგზავნილ შეტყობინებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ოქტომბერს დღისით, 10 ოქტომბრის ღამის საათებამდე, დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი, ხოლო მაღალმთიან ზონაში თოვლია მოსალოდნელი.

„ძლიერი წვიმა, ქარი, თოვლი“ – გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზი 9-10 ოქტომბრისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები