LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დასაშვებია 6 თვის ბავშვის აცრაც” – საქართველო წითელას ეპიდემიის წინაშე

190
780_12392002_936679439753320_8425694370688217353_n-e1452592518606-660x3301

საქართველოში წითელას შემთხვევები იმატებს. ამ დროისთვის სულ 580 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათი უმრავლესობა თბილისსაა და სამეგრელოში, ასევე იმერეთსა და კახეთში ფიქსირდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მოსახლეობას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ბოლო სამ დღეში ვაქცინაცია 12 000-მა მოქალაქემ ჩაიტარა.

იმნაძე აღნიშნავს, რომ დასაშვებია 6 თვის ბავშვის აცრაც, თუ ის წითელას ვირუსის მქონე პირთან იყო კონტაქტში.

მთავრობის ბოლო დადგენილებით, აცრები დაიწყო პენიტენციალურ სისტემაში. სამხედრო შენაერთებში და ყველგან, სადაც ორგანიზებული ჯგუფებია მობილიზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები