LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმდებით თუ არა ტრენინგების შედეგად: რამდენად პერსექტიულია საგანმანათლებლო კურსები

82

ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი დასაქმების სააგენტოები სამუშაოს მაძიებლებს კვალიფიკაციის ამაღლებისა და განათლებაში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდებენ.

სააგენტოების ცნობით, ბოლო პერიოდში ტრენინგცენტრების მხრიდან მოთხოვნა უცხო ენების გარდა, საბუღალტრო და გაყიდვების მიმართულებებზეა. კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და ძირითადად ერთიდან სამ თვემდე მერყეობს. განსხვავებულია ფასებიც. როგორც ”ეიჩ არ ჯის” წარმომადგენელი ”ფორტუნასთან” საუბარში განმარტავს, ფასი 150 ლარიდან იწყება. სააგენტოების ინფორმაციით, დღეს საგანმანათლებლო კურსები იმის საშუალებას იძლევა, რომ დაინტერესებულმა პირმა სათანადო ცოდნა მიიღოს და გადამზადების შემდეგ დასაქმდეს.

ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ექსპერტებსაც ვესაუბრეთ, რომლებიც ამბობენ, რომ დამსაქმებლები განათლებასთან ერთად დიდი მნიშვნელობას პრაქტიკულ გამოცდილებას ანიჭებენ. შესაბამისად, მათი თქმით, მხოლოდ ტრენინგცენტრში თეორიული ცოდნის მიღება დასაქმებისთვის საკმარისი არ არის.

სააგენტოების ინფორმაციით კი, საქართველოს შრომის ბაზარი მზარდია, ვაკანსიების რაოდენობა კი გაყიდვების გარდა, მომსახურების სფეროშიც იმატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები