LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დასანქცირებული ქართველი მოსამართლეებისთვის შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნა ლეგიტიმურია“ – ეკა სეფაშვილი

122
ეკა სეფაშვილი

„აშშ-ის მხრიდან დასანქცირებული ქართველი მოსამართლეებისთვის შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნა ლეგიტიმური და სამართლიანია“ – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

უმრავლესობის წევრი გადაცემაში „დღის თემა“ მმართველი გუნდის მოთხოვნას გამოეხმაურა და თქვა რომ მხარეს მოსამართლეების დასანქცირებისას მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ.

„მე მაშინაც ვთქვი, როდესაც დაასანქცირეს მოსამართლეები, არავითარი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია იმის შესახებ თუ რა ინფორმაციის საფუძველზე ასანქცირებდნენ. ერთადერთი პასუხი იყო რომ მედიაში იყო ეს ინფორმაცია. მედიაშიც რა თქმა უნდა არ იყო ეს ინფორმაცია. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მედიაში რაიმე ინფორმაცია იყო აღნიშნული მოსამართლეების კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით და ეს არავინ გამოამჟღავნა და არავინ ხელმეორედ არ გამოაქვეყნა? ეს დაუჯერებელია.  დასანქცირების მოხსნა  ანუ ვიზების გაცემაზე უარის გაუქმება არის სამართლიანი მიდგომა“ – განაცხადა სეფაშვილმა.

რაც შეეხება ვეტინგის სისტემას, „ხალხის ძალის“ წევრი ეთანხმება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას იმის შესახებ რომ ამ სისტემის დანერგვა საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია.

„ვეტინგის სისტემის ის მოდელი რომლის თავზე მოხვევასაც აპირებენ სხვა რა არის თუ არა ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ გადაწყვიტოს საქართველოში მოსამართლე კეთილსინდისიერია თუ არა. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ კეთილსინდისიერების წინააღმდეგ საქართველოში და  ხელისუფლებაში არავინ არ არის. მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების უამრავი მექანიზმი არსებობს, მათ შორის ანტიკორუფციული ბიურო, მოსამართლეთა არჩევის გამჭვირვალე კრიტერიუმები და ა.შ.“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა გადაცემაში „დღის თემა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები