ცნობილი გახდა პრემიერლიგის ბოლო ათწლეულის სიმბოლური ნაკრები, რომელიც BBC-მ შეადგინა.
მოთამაშეებს ირჩევდნენ სტატისტიკის, მიღწევების, ასევე BBC Sport-ის ჟურნალისტების მოსაზრებების მიხედვით.
სიაში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებმაც მინიმუმ ორი სრული სეზონი ითამაშეს ინგლისის ჩემპიონატში. შემდეგ ხმას აძლევდნენ გულშემატკივრები.
მეკარე: დავიდ დე ხეა (მანჩესტერი);
მცველები: ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი, ვირხილ ვან დეიკი (ლივერპული), ვენსან კომპანი (სიტი), პატრის ევრა (მანჩესტერი);
ნახევარმცველები: სტივენ ჯერარდი (ლივერპული), ნგოლო კანტე (ჩელსი და ლესტერი), კევინ დე ბრუინი (სიტი);
თავდამსხმელები: ედენ აზარი (ჩელსი), სერხიო აგუერო (სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი).