ინტერნეტმომხმარებელი ზაქარია ჭელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ერთ-ერთ რესტორანში გადახდილ ქვითარს, საიდანაც ირკვევა, რომ ქართულ ჯარში მსახურობის გამო რესტორანში მისულ მოქალაქეებს თანხა არ გადაახდევინეს.
“ბედნიერებაა და დიდი სტიმულია
ჩემმა მეგობარმა გამიზიარა, მე თქვენ გიზიარებთ
ესეთი საქციელი მისასალმებელია და დასაფასებელი”- წერს ზაქარია ჭელიძე.
აღნიშნულ პოსტს მოგვიანებით რესტორნის ადმინისტრაციამ უპასუხა კომენტარში:
“ჩვენ უბრალოდ გვსურდა პატივისცემა და მადლიერება გამოგვეხატა იმ 6 ფორმიანი ვაჟკაცის მიმართ, ვინც ჩვენი სამშობლოს სადარაჯოზე დგას წვიმაში, თოვლში თუ ქარში. მიუხედავად იმისა, რომ ჯარისკაცის პენსია 22 ლარია, სამაგიეროდ ჩვენი პატივისცემა მათდამი შეუფასებელია. არ გვეგონა თუ ეს მცირედი ყურადღება ამხელა ამბავს გამოიწვევდა♥️
მადლობა ბიჭებს გაწეული სამსახურისთვის!”